ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში დაკვამლიანება იმდენად ძლიერი იყო, რომ საჭირო გახდა მობინადრეების ევაკუაცია. ცეცხლი თავდაპირველად, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად, საოჯახო ნივთები დაიწვა. სავარაუდოდ, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაზის ბალონის აფეთქება გახდა.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო 5 ბრიგადა.
კომენტარები
