მაგდა პაპიძის სასამართლო სხდომაზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრი ქეთევან შევარდნაძე დაიკითხა, რომელმაც ბრალდებულის ფსიქიატრიული მდგომარეობა შეაფასა.
შევარდნაძის განცხადებით, მაგდა პაპიძესთან გასაუბრება, სამკაციანი კომისიის შემადგენლობით, 2016 წლის 13 იანვარს შედგა. ფსიქიატრის თქმით, ის მაგდა პაპიძეს ხანგრძლივად ესაუბრა.
ფსიქიატრის ინფორმაციით, საუბრისას მაგდა პაპიძე იშველიებს მხატვრულ ეპითეტებს, შედარებებს, ცდილობს, გასცეს კითხვებს ამომწურავი პასუხი და გადმოსცეს სათქმელი მხატვრულად, რაც მის ნათქვამს არაბუნებრიობას სძენს.
ფსიქიატრმა ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს ისტერიულ-პერსონოლოგიური აშლილობის დიაგნოზი დაუსვა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ასეთი დიაგნოზი არ არის კავშირში პირის შეურაცხადობასთან.
“ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს მაგდა პაპიძე არ იყო შეურაცხადი, მას შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და შეეძლო გაეანალიზებინა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები და მისი შედეგები. მაგდა პაპიძეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მას საკუთარი თავის დაცვაში”, – განაცხადა ქეთევან შევარდნაძემ.
ფსიქიატრის დასკვნით, მაგდა პაპიძეს ასევე ახასიათებს ეგოცენტრიზმი და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს.
“მაგდა პაპიძეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მას საკუთარი თავის დაცვაში”
2016/06/27 20:20:32
კომენტარები
ნანახია: 3026 ჯერ