მე ვერ მივცემდი „რუსთავი 2“-ის საქმეს ასეთ დახასიათებას, რომ ეს არის პოლიტიკური სახის საქმე, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.
მისი თქმით, „რუსთავი 2“ არის ოპოზიციური ტელევიზია და მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე ღია დარჩეს.
„რაც შეეხება “რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ გამოკითხვის შედეგებს, მე ვერ მივცემდი ასეთ დახასიათებას, რომ ეს არის პოლიტიკური სახის საქმე, მაგრამ მე ადრეც ვთქვი, რომ „რუსთავი 2“ არის ოპიზიციური წამყვანი ტელევიზია, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე ის დარჩეს ღია”, – განაცხადა იან კელიმ.
ამერიკის ელჩს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებზეც კითხეს. ელჩის განმარტებით, კვლევები მხოლოდ ერთ კონკრეტულ სურათს იძლევა.
„მე ეს კვლევის შედეგები არ მინახავს, თუმცა გამოკითხვის შესახებ ვნახე მედიაში გაშუქებული ინფორმაცია და მინდა მოგახსენოთ, რომ ზოგადად ეს კვლევები გვაძლევს მხოლოდ ერთ კონკრეტულ სურათს, დროის ამ მონაკვეთში რა მდგომარეობაა და ამიტომ ეს რიცხვები, რა თქმა უნდა ოქტომბრამდე, არჩევნებამდე შესაძლოა შეიცვალოს”, – განაცხადა ელჩმა.