დაბა ჩაქვში, გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
კომენტარები