ქუთაისში მდებარე სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩაინგრა.
“იმედინიუსის” ინფორმაციით, საცხოვრისის მობინადრის თქმით, სამი წლის ბავშვი აბაზანაში იყო, რა დროსაც ხმა გაიგონა, შევიდა და ჭერი ჩამოშლილი დახვდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საცხოვრისის მცხოვრებლები ამბობენ, რომ შენობა ამორტიზებულია, უხარისხოდ არის აშენებული და ადგილზე ცხოვრება გაუსაძლისია.
შეგახსენებთ, რომ სოციალური საცხოვრისში უსახლკაროები 2017 წლის სექტემბერში შეასახლეს.
კომენტარები