რუსთავში ორმა პირმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის „ფორდ ტრანზიტის” მარკის ავტომანქანა დააზიანა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გამოძახებაზე მიმავალ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი მამაკაცი წინ გადაუდგა, დააზიანა წინა საქარე მინა და ძრავის ხუფი. შემთხვევის დროს ქუჩაზე მოძრაობა შეფერხდა.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცებმა წინააღმდეგობა ადგილზე მისულ სამართალდამცავებსაც გაუწიეს.
მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე 239-ე მუხლით აღიძრა, რაც ხულიგნობას გულისხმობს. ორივე პირი დაკავებულია.
კომენტარები