ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში 30-წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს.
სერგო მ. გულ-მკერდის არეში დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
„კვირას“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.
სოფელ ალში მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შიდა ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა.
სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, რომელიც დანაშაულს აღიარებს.
კომენტარები