ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. არის მსხვერპლი, ასევე არიან დაშავებულები.
როგორც საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირებში აცხადებენ, შემთხვევა მინდელის მაღაროში, დილის 04:00 საათზე მოხდა. მათი ინფორმაციით, არიან დაღუპულები, თუმცა რაოდენობას ამ ეტაპზე აზუსტებენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულია ექვსი ადამიანი, სამი კი – დაშავებული.
კომენტარები