ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 36 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მძღოლმა უსაფრთხოდ გადაადგილების წესები ვერ დაიცვა, რასაც ავარია მოყვა. მძღოლმა და ერთ-ერთმა მგზავრმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები