დეპუტატი ამტკიცებს, რომ ახმედ ჩატაევი მიხელი სააკაშვილის აგენტი იყო და მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.
ამ განცხადებას ოთარ კახიძემ “აბსურდული” უწოდა.
„ჩატაევის ლიკვიდაცია თუ უნდოდათ, იპოვეს ტყეში და იმის ნაცვლად, რომ მისი ლიკვიდაცია მოეხდინათ და ეთქვათ, რომ მაგალითად, გვამი იპოვეს, იგი მოჰყავთ, მკურნალობენ და ჩვეულებრივად სამართლებრივი პროცედურებით მიდის პროცესი?“ – კითხულობს ოთარ კახიძე.
ნაციონალური მოძრაობის წევრი კვლავ იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ირაკლი სესიაშვილის მიერ თეა წულუკიანის საქმესთან კავშირის უარყოფაზე გაკეთებულ განცხადებებს “აბსურდულს” უწოდებს.
“იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა გათავისუფლებას. ის ხელმძღვანელობდა გამოძიებას, მიუწვდებოდა ხელი საქმის ყველა მასალაზე და ის თვლიდა დამნაშავედ ჩატაევს და წინააღმდეგი იყო მისი გათავისუფლების,“ – აცხადებს ოთარ კახიძე.
www.rustavi2.com