გავრცელებული ინფორმაცია, ქეთა თოფურიასა და მისი ქმრის დაშორების შესახებ, ჟურნალმა „თბილისელებმა“ მომღერლის დედასთან გადაამოწმა.
„გეტყვით, რომ ქეთა და ლიოვა ცოლ-ქმარი არიან და ერთმანეთს არ დაშორებიან. ეს ჭორი ტყუილია და მსგავსი არაფერი ხდება. რომ დაშორებოდნენ აუცილებლად ოფიციალურად გამოვიდოდნენ და მოახსენებდნენ საზოგადოებას. ამას ვერც დამალავდნენ. ისინი დღეს ერთად არიან და კარგად არიან“, -ამბობს ქეთა თოფურიას დედა ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.
კომენტარები