სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედჭუბერის თემის გამგებელი ნინო ვიბლიანი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალი გუბერნატორების წარდგენისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.
ახალი გუბერნატორები საქართველოს 7 რეგიონში დაინიშნა. ბახტაძის თქმით, ახალ გუბერნატორებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავიანთი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი, ენთუზიაზმი და ენერგია მოახმარონ ქვეყანას.
დღეს დატოვა თანამდებობა გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ. მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა.
კომენტარები