იმერეთის ახალი გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე მუშაობას დღეიდან შეუდგა. შავლეგო ტაბატაძე გუბერნიაში რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს სოზარ სუბართან ერთად მივიდა და თანამშრომლებთან და რეგიონის პირველ პირებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ტაბატაძემ პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მზად არის მისი გამოცდილება მოახმაროს იმერეთს.
როგორც ახალმა გუბერნატორმა აღნიშნა, მომავალში, ის არ დაიბარებს მერებს, არამედ თავად ჩავა მუნიციპალიტეტებში და გაეცნობა მიმდინარე პროექტებს.
კომენტარები
