წყალტუბოში, სოფელ გვიშტიბში კონფლიქტის დროს 65 წლის ქალი გარდაიცვალა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, კონფლიქტი ახალგაზრდა წყვილის ქორწინებას მოჰყვა, 22 წლის გოგოს ოჯახი, გვიან ღამით ტუსკაძეების სახლში შვილის ადგილსამყოფელის გასაგებად მივიდა, სახლში კი მხოლოდ ბებია და ბაბუა იმყოფებოდნენ.
ტუსკაძეები ამბობენ, რომ შელაპარაკების დროს დააზიანეს სახლის კარი, ჩაამსხვრიეს ფანჯრები, ნერვიულობის ნიადაგზე კი 65 წლის ქალი გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
imedinews.ge
კომენტარები
