დღეს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. განათლების მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განმარტებით, წელს 57 ათასი პირველკლასელი დარეგისტრირდა კერძო და საჯარო სკოლებში.
500-მდე სკოლაში ახალი სასწავლო წლისათვის, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა, მათ შორის სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 31 სკოლას, აქედან 28-ის რეაბილიტაცია „ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდმა დააფინანსა.
აბულაძის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ინფრასტრუქტურული სამუშაოს გამო, 10 დღით გვიან დაიწყება 4 საჯარო და 2 კერძო სკოლაში.
ცვლილებებია ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებს ახალი სახელმძღვანელოები ექნებათ, ასევე ინგლისური ენის გარდა, არჩევანის გაკეთება მოუწევთ ორ უცხო ენას შორის. სიახლეა შეფასების მხრივაც, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, სიტყვიერ შეფასებებს და რეკომენდაციებს მიიღებენ, თუ როგორ შეასრულონ საშიანაო დავალებები.