სამების ტაძარში, ხვალ, ჩვილთა 55-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. კათოლიკოს-პატრიარქი სამებაში 20:00 საათისთვის მიბრძანდება, ნათლულებს მოწმობებსა და ნათლობის ჯვრებს გადასცემს.
სამებაში ხვალ 620 ბავშვი მოინათლება, სულ კათოლიკოს-პატრიარქს ამჟამად 36 102 ნათლული ჰყავს.
კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და შემდგომი შვილები არიან. ჩვილთა პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
კომენტარები