იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასამართლო სისტემაში კიდევ რვა მოსამართლე უვადოდ განმწესდა. უვადოდ განწესების მსურველ მოსამართლეებთან დაკავშირებით, კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა. კენჭი იმ მოსამართლეებს ეყარათ, რომლებსაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ და თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნულები. უვადოდ შემდეგი მოსამართლეები გამწესდნენ: ნატრული აკობია – ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (12-ხმით ორის წინააღმდეგ); ეკა არეშიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში (14 ხმით, სრული მხარდაჭერა); გია ბერაია – ახალციხის რაიონულ სასამართლოში (12 ხმით ორის წინააღმდეგ); ლერი თედორაძე – ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (13 ხმით ერთის წინააღმდეგ); ინდირა მაშანეიშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში (12 ხმით ორის წინააღმდეგ); სალიხ შაინიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლოში (12 ხმით ორის წინააღმდეგ); ნატო ხუჯაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში (12 ხმით ორის წინააღმდეგ); მერაბ ჯორბენაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში (13 ხმით ერთის წინააღმდეგ).
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესების თხოვნით 48 მოსამართლემ მიმართა. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ, აღნიშნული რვა მოსამართლის გარდა, სხვა მოსამართლეებს უფლებამოსილება 2020 წელს ეწურებათ, საბჭო მათთან გასაუბრებასა და, შესაბამისად, კენჭისყრას, მოგვიანებით ჩანიშნავს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რვა მოსამართლე უვადოდ დაინიშნა
2019/02/14 15:53:07

კომენტარები
ნანახია: 820 ჯერ