სკანდალური განცხადებების შემდეგ, რომელიც ანტიაფხაზურად შეფასდა, პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ „ჩვენ და აფხაზებს ერთმანეთი არ გვიყვარს“ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს.
„ევროკავშირი უნდა ჩაერთოს ჩვენი გაწევრების დროს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებაშიც. ის, რომ ჩვენ და აფხაზებს ერთმანეთი არ გვიყვარს, ფაქტია! არ გვიყვარს მეგობრებო და სიყვარულით ვერ შევცვლით ამ ურთიერთობას!“, – აცხადებს გვარამია.
მანამდე, კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ „იუთუბ“ გადაცემაში სტუმრობისას ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გააჩნიათ და წარსული მოვლენების გამო მხარეებს შორის ურთიერთზიზღი და მტრობა ბუნებრივად არის განპირობებული.
