უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ პერმში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ულიანოვსკში ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივების განცხადებით, პერმში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დარტყმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.
ამასთან, უკრაინელებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ულიანოვსკში მდებარე ელექტრონიკის საწარმო ქარხანა „ისკრაზეც“, რომელიც საკომუნიკაციო და რადიოტექნოლოგიებისთვის საჭირო კომპონენტებს აწარმოებს.
აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ქალაქ ვორონეჟშიც, სადაც საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა. ქალაქში სინთეზური რეზინის მწარმოებელი ქარხანა დაზიანდა.
კომენტარები
