მსახიობი ზურა ყიფშიძე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
“ერთმა კორესპონდენტმა მიკროფონი მომაბჯინა სახეზე და მკითხა, ბატონო ზურა, როდის დაიწყება წარღვნაო? დაწყებული არ არის, თუ თქვენ გგონიათ, დილით დაიწყება და საღამოს დამთავრდება-მეთქი? გრიპიც წარღვნაა, ბომბიც. დედამიწა გაგიჟდა, ისეთ რამეებს ვაკეთებთ ადამიანები. რამაზ ჩხიკვაძის არ იყოს, ვეღარ ვიტან სიტყვებს “პოლიტიკა” და “დემოკრატია”. დემოკრატიას ამოფარებული რამდენია და დემოკრატია, დემოკრატიაო, გაიძახიან…
ჩვენ ზედაპირულად ვიცით რაღაცები, ნეტავ სინამდვილეში როგორაა საქმე. მინდა ყველას დაუფასდეს შრომა, მშვიდი და სტაბილური ცხოვრება გვქონდეს. ადამიანები ადამიანებს ვგავდეთ, ღმერთის გვწამდეს”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” მსახიობმა.
კომენტარები