ექიმ ინფექციონისტის მაია ზალდასტანიშვილის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე თავს კარგად გრძნობს და ამ ეტაპზე მას კორონავირუსის არანაირი სიმპტომი არ აქვს.
როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, ნიკოლოზ გამყრელიძე ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება და ამ დრომდე მიმდინარეობს მასზე დაკვირვება.
„ნიკოლოზ გამყრელიძე საბედნიეროდ, თავს ძალიან კარგად გრძნობს. არანაირი სიმპტომი კორონავირუსის არ უფიქსირდება. იმყოფება ბოქსირებულ განყოფილებაში, იზოლირებულია და მიმდინარეობს დაკვირვება, – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მაია ზალდასტანიშვილმა.
კომენტარები