ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ დადასტურებულიშემთხვევებიდან ერთ-ერთი ვარაუდობს, რომ ფულით დაინფიცირდა, რადგან მას კონტაქტი ჰქონდა პაციენტ ნომერ ხუთთან.
„ბოლო ერთ საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია. 8 ახალი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასე, რომ ამჟამად არის 23 ახალი შემთხვევა.
ერთი, ჩვენ საავადმყოფოში წევს, მაგრამ მისი პასუხი არ ვიცოდით, ის არის პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში იმ იტალიიდან ჩამოსულ პიროვნებასთან, ვისგანაც კიდე სამი დაინფიცირდა, პაციენტი, ნომერი ხუთისგან, ვინც ნომერ ოთხთან ერთად იყო იტალიაში, ორი ოჯახი იყო იტალიაში და ამ ორი ოჯახიდან ერთ-ერთის წარმომადგენელი. ის ასრულებდა თავის მოვალეობას, რაღაც სამუშო შეასრულა, როგორც ამბობს, ფული აიღო რაღაც საქმეში და ვარაუდობს, რომ ამ ფულით შეიძლება გადაედო“,- განაცხადა ცერცვაძემ.