„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე, ფეისბუქის გვერდზე დავით უსუფაშვილის შესახებ კრიტიკულ პოსტს წერს.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი „რესპუბლიკელი“ დავით უსუფაშვილი, ამჟამად პარტია „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეა.
„ჯერ ბიძინა რომ არ გაუგდია და უკვე მიშას დაბრუნებაზე რომ ნერვიულობს, ეგ დავით უსუფაშვილი1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, აი როდიონოვის ჯალათებმა რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდები რომ მოწამლული ნიჩბებით აჩეხეს, კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა.
კომუნისტურმა სისტემამ, კომუნისტური სისტემის მიწურულს, როდიონოვის ხელით თბილისის მთავარ გამზირზე სისხლის ტბა დააყენა, ამან კი კომუნისტურ პარტიაში დურთა თავი.
მაშინდელი კომუნისტი ფუნქციონერები რომ იქიდან გამორბოდნენ, უსუფაშვილმა როდიონოვის ჯალათების თბილისში გამომგზავნი კრემლის და ლენინის დიდება დაიწყო.
მოგვიანებით, როცა ჰკითხეს რამ გაგაწევრიანა კომუნისტურ პარტიაში 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგო, სისტემის შიგნიდან დანგრევას ვაპირებდიო – დაგვამადლა.
#ამისპროცედურულიდემოკრატიაარგაიშვას“ – წერს გიორგი კაპანაძე.
აღსანიშნავია, რომ კაპანაძის აღნიშნული ფეისბუქ-პოსტი, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გააზიარა.