საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, აქვს თუ არა საქართველოში დაბრუნების სურვილი ზურაბ ადეიშვილსაც? აპირებს თუ არა ყოფილი გენპროკურორი სამშობლოში ჩამოსვლას და როდის? – ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, დეპუტატ რომან გოცირიძეს ესაუბრა.
“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ადეიშვილი საქართველოში სამართლიანი სასამართლოს არსებობის შემთხვევაში ჩამოვა.
მისი თქმით, ადეიშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ უკანონოდ იდევნება, რაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დასრულდება.
როგორც გოცირიძემ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, ზურაბ ადეიშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ უკანონოდ იდევნება, ამიტომ ის საქართველოში ობიექტური სასამართლოს არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად ჩამოვა.
„ვინც ბრუნდება, ის ან ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება, ან უკვე ჩამოვიდა. ადეიშვილს არ უთქვამს, რომ ჩამოდის. გაგრძელება