ალეკო, ჩემი ფეხით არ მომიყვანო პარლამენტში, აგიღებ და გამოგიტან გარეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
ალეკო ელისაშილმა დღეს აღნიშნა, რომ მზად არის, საკუთარი ხელფასით ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადოს.
„ალეკო ელისაშვილს ახლა ჩემი ფეხით არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან იმ პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ ახლა, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, ვინც მის ნაცვლად გირაოს გადაიხდის, სუს-ის აგენტი და გავრილოვის მხარდამჭერი იქნება.
კომენტარები