ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.
როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მნიშვნელოვანი დისკუსია შედგა.
„გვქონდა მნიშვნელოვანი დისკუსია პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასთან. აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების წესრიგის წინაშე მდგარ გამოწვევებთან ბრძოლა ეუთოს პრინციპების დაცვის და ვალდებულებების შესრულების, ასევე დიალოგისა და ჩართულობის გზით“, – აღნიშნავს შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
კომენტარები