“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ნიკა მელია არ გადაიხდის გირაოს და არც ციხეში წასვლას არ აპირებს.
“გეგმა არის ძალიან მკაფიო, არავინ არ აპირებს გავრილოვის ხარკის გადახდას და არავინ არ აპირებს ციხეში წასვლას. თუ მოვა პოლიცია, მოვიდნენ ჯარით, როგორც უნდათ, გამოიყენებენ ძალას? ყველაფერი მორევაზეა, ხო? აღარ შეიძლება ამის ატანა, იმიტომ რომ, თუ რაიმე კედელი არ დახვდა საზოგადოების მხრიდან ამ ხელისუფლებას, ამათმა შეიძლება ბოლომდე გადაჩეხონ ქვეყანა,” – განაცხადა გიგი უგულავამ “ღამის კურიერთან” საუბრისას.
კომენტარები