რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო კომისიით არის ერთადერთი პირობა, რომელიც განმუხტავს კრიზისს და დააბრუნებს საქართველოს დემოკრატიის და განვითარების გზაზე, – ამის შესახებ Facebook-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
„საქართველოს უზურპატორი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გადადგა, ვინაიდან არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა. ეს არის ოპოზიციური ერთობის, ქართველი ხალხისა და ნიკა მელიას დიდი გამარჯვება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ არ მოვასუსტოთ ეს ერთობა და დავუბრუნოთ ხალხს მისი ნება, რომელიც მას ივანიშვილმა მოჰპარა. ახლა საჭიროა სიფხიზლე და დროული შეთანხმება დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო კომისიის პირობებში. მინდა მივმართო უცხოელ დიპლომატებს – ყველა ქვეყანაში, სადაც გადადგებოდა პრემიერ-მინისტრი და შეიქმნებოდა ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ყველა შემთხვევაში ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები. რითია საქართველო ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე ნაკლები?“ – განაცხადა სააკაშვილმა.