შალვა პაპუაშვილის თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტები ცდილობენ, მარტივი ჭეშმარიტებები დილემად აქციონ. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ და ხანდახან ახერხებენ კიდევაც, რომ მარტივი ჭეშმარიტებები აქციონ დილემად. მარტივი ჭეშმარიტება, რომ კანონის დარღვევას მოჰყვება რეაქცია, აქციონ დილემად – მოჰყვეს თუ არა ამას რეაქცია. აი, ეს არის სწორედ ის მანიპულაცია, რასაც სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტები მიმართავენ“, – ამბობს პაპუაშვილი.
მისი თქმით, გიორგი გახარიაც მხარს უჭერდა იმას, რომ მელიას მიმართ მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულებულიყო, თუმცა არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილების აღსრულების დროს.
კომენტარები