“ამ ქვეყანაში ვერანაირი რევოლუცია, გადატრიალება და ძალადობა ვერ მოხდება”, – ამის შესახებ „ქათული ოცნების“ წევრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შემოვიდს და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ასევე, დაემორჩილონ კანონს, რადგან კანონის უზენაესობაზე მაღლა ვერავინ დადგება, ხოლო ქვეყნის გარეთ მყოფ ოპოზიციის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს მაინც მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება.
„ამ ქვეყანაში ვერანაირი რევოლუცია, გადატრიალება და ძალადობა ვერ მოხდება. შეეგუონ ხმების იმ რაოდენობას, რასაც ჯერ კიდევ ამომრჩეველი აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ არაფერი ექნებათ.
ქვეყნის გარეთ მყოფ ოპოზიციის ლიდერს ვეტყოდი, რომ სამართლის აღსრულება გარდაუვალია და რაც მალე ჩამოვა და მოიხდის თავის სასჯელს, რომელიც სამართლიანი სასამართლოს მიერ აქვს მისჯილი, მით უკეთესი იქნება, რადგან მის ასაკში ციხეში ჯდომა სასიამოვნო არ არის,“ – განაცხადა სუბარმა.
“რაც მალე ჩამოვა და მოიხდის თავის სასჯელს, მით უკეთესი იქნება, რადგან მის ასაკში ციხეში ჯდომა სასიამოვნო არ არის“
2021/02/18 20:52:47
ნანახია: 465 ჯერ