პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ვიღაცას პატიმრობა მიუსაჯოს, კანონი აუცილებლად აღსრულდება.
სოზარ სუბარი ამბობს, რომ კონკრეტულ ვადაზე და სხვა დეტალებზე, რომელიც ნიკა მელიას საქმეს ეხება, დღეს საუბარი არ ყოფილა.
“ირაკლი ღარიბაშვილთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა კანონი არის კანონი და ის აუცილებლად აღსრულდება, ეგ არის ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციაც და გუნდში ყველას პოზიციაც.
როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომ ვიღაცას მიესაჯა წინასწარი პატიმრობა, ან განხილვა დამთავრდა და მიესაჯა პატიმრობა, საქმე აუცილებლად უნდა აღსრულდეს.
ამ კონტექსტში ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს წინასწარი პატიმრობა, ის აუცილებლად შევა ციხეში. საუბარი არის კონკრეტულად მელიაზე. ვადაზე და ა.შ. დღეს ნამდვილად არ იყო ამაზე საუბარი,” – განაცხადა სოზარ სობარმა “ღამის კურიერის” ეთერში.