ადა მარშანიამ „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა, – ამის შესახებ ადა მარშანია სოციალურ ქსელში წერს.
„ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ“, – წერს ადა მარშანია.
ამასთან, ადა მარშანია პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავისთვის მიწერილ წერილსაც აქვეყნებს.
„ბატონო დავით, პოზიციათა სულ უფრო მზარდი განსხვავებების გამო, გადავწყვიტე დავტოვო პარტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ“, – აღნიშნულია წერილში.
კომენტარები