პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შერჩევისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბიძინა ივანიშვილი არ ჩარეულა და როგორც თავად თქვა, არც ჩაერევა, თუმცა არ მგონია, მისი დამოკიდებულება შორს იყოს იმ გადაწყვეტილებებიდან, რომელიც მის მიერ ჩამოყალიბებულ გუნდში მწიფდება, განიხილება და მიიღება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
ამ კონტექსტში ვოლსკიმ აღნიშნა, რომ გუნდის გადასაწყვეტია, თუ როგორ წავა პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში.
„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად აირჩეოდა ირაკლი ღარიბაშვილი, მე თუ პარტიის პოლიტსაბჭოს ნებისმიერი წარმომადგენელი, რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს განსხვავებული მოსაზრება არ ექნებოდა. ივანიშვილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩარეულა და როგორც თავად თქვა, არც ჩაერევა, თუმცა არ მგონია, მისი დამოკიდებულება შორს იყოს იმ გადაწყვეტილებებიდან, რომელიც მის მიერ ჩამოყალიბებულ გუნდში მწიფდება, განიხილება და მიიღება”, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.