ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები, ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.
„მე შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ. მედიას წინასწარ ვერ გაცნობებთ, როდის გავდივარ და შემოვდივარ, ამიტომ, ეს არ უნდა გაგიკვირდეთ. დიახაც, ვაღიარებ, რომ შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ.
თუ სად გავედი, ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეომასალაც მოგეწოდებათ, თუ გაინტერესებთ. სწორედ ამიტომაც არიან შეწუხებულები ხელისუფლებაში. გუშინდელი დღიდან თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ტერიტორიას ტოვებს, ჩერდება და საბარგულს უმოწმებენ. ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები, რომ ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
კომენტარები