მეგობრები ლიეტუველები ხელისუფლებას მოუწოდებენ დიალოგისკენ. ვისთან? კრიმინალ მელიებთან და ჩლუნგ გოცირიძეებთან? – ამის შესახებ ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ჩემი სუბიექტური პირადი მოსაზრება:
მეგობრები ლიეტუველები ხელისუფლებას მოუწოდებენ დიალოგისკენ. ვისთან? კრიმინალ მელიებთან და ჩლუნგ გოცირიძეებთან???
ერთი ძალიან კარგი ევროპელი დიპლომატი მეგობარი მყავს წლებია. გიჟდება აქაურობაზე. დახურული არხებით სულ ვკონტაკტობთ. ათწლეულებია დიპსამსახურშია და ახლახანს მითხრა ის, რაც საქმეში ჩახედულებმა ისედაც ვიცით – ამერიკის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთის, ვატიკანის [ოღონდ ხმას არასოდეს არსად იღებს] ბრიტანეთისა და ისრაელის გარდა არავის უვარგა დიპლომატია და დაზვერვა. ჩამოდიან, 3-4 წლით ელჩობენ და ტენდენციური მდივნების ინფორმაციას ენდობიან. ჩამოთვლილი ქვეყნები კი საკუთარ ძლიერ დაზვერვას. ამიტომაც გვაქვს ეს მოცემულობა.
სტატუსის აზრი იმაშია, რომ მეტი კომუნიკაცია აქაურ საელჩოებთან!“, – წერს გია აბაშიძე.