2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება მოიპოვა სწორედ ისეთი ძალის დამარცხებით რომელსაც, პირდაპირ უნდა ითქვას, უზურპირებული ჰქონდა ხელისუფლება, მიტაცებული, როგორც მთელი ძალაუფლება, ასევე კონტროლიც ყველა სახელისუფლო თუ საზოგადოებრივ ინსტიტუტებზე. უნდა ითქვას პირდაპირ, მეგობრებო, რომ ამ ძალას ფეხქვეშ გათელილი ჰქონდა კონსტიტუცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია ერთი ადამიანის ნებასურვილს დაექვემდებარა და მას მოერგო.
ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ქვეყნის მმართველობის ფორმის გადაყვანა საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელიდან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე მხოლოდ იმ ერთადერთი მიზნით მოხდა, რომ უვადოთ გაგრძელებულიყო მოძალადე ხელისუფლების მმართველობა. სწორედ ამგვარად იყო დაჭრილი და დაჩეხილი ის დოკუმენტი, როდესაც ქართველი ხალხის ნებით ანტიკონსტიტუციური მმართველობა შიეცვალა. 2016 წლიდან, როდესაც მორიგ საპარლამენტო არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩვენ დავიწყეთ მმართველობის მოდელთან კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა. ამ უდიდეს საქმეში წამყვანი როლი შეასრულა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც გამართა დადასამტკიცებლად წარადგინა ეს დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელმაც მიიღო ისეთივე თანამედროვე ევროპული სტანდარტის შესაბამისი ფორმა, როგორიც იყო მისი ასი წლის წინამორბედი. ამიტომ მინდა მივულოცოო ბატონ ირაკლის ის დამსახურებული ჯილდო, რაც დღეს მან მიიღო საქართველოს პარლამენტის სახელით. ეს მართლაც ეროვნული კონსენსუსის დოკუმენტი ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა. ჩვენ, შეერთებული შტატების ხალხი, ამ სიტყვებით იწყება მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია, რომელსაც ჯორჯ ვაშინგტონი სასწაულს უწოდებდა. რომელმაც ეროვნული კონსენსუსი უმაღლესი იურიდიული ძალის დოკუმენტად ჩამოაყალიბა. ამ კონსტიტუციით, ჩვენ ქართველი ხალხი შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი მტკიცე და შეუქცევადი მიზანია“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.