პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატთა ჯგუფი უარს აცხადებს მიიღოს მონაწილეობა ხვალ მინისტრების კანდიდატებთან დაგეგმილ ცალკე შეხვედრაში.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, უმჯობესია, მსგავსი იმპერატიული შეხვედრის ნაცვლად, მათი შეკითხვები და განცხადებები ფართო საზოგადოების წინაშე გაჟღერდეს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება უარი ვთქვათ, ხვალ ოპოზიციური ჯგუფების ფორმატში, საქართველოს პარლამენტში მინისტრების კანდიდატებთან ცალკე დაგეგმილ შეხვედრაში. ჩვენი აზრით, უმჯობესია, მსგავსი იმპერატიული შეხვედრის ნაცვლად, ჩვენი შეკითხვები და განცხადებები გავაჟღეროთ ფართო საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მუშაობაში, სადაც გვექნება ჩვენი მოსაზრებები და შეკითხვები მინისტრების კანდიდატებთან მიმართებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.