„ახლა გავხსნი კომპიუტერს, მივცემ ფანტაზიას გასაქანს და Word-ში ავკრეფ იმას, რაც მინდა და ვისზეც მინდა. გავასაღებ სუს-ის ჩაწერილ ფაილებად“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ტვ პირველის“ ეთერში, ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
„ნაცტელევიზიებსა და ინტერნეტში ატვირთულია სწორედ Word-ის ფაილები, რომელთა აუთენტურობის დადგენა ძალიან რთულია. იციან ეს! ხოლო იმ „საჭირო ხალხის“ მოძებნა ვინც ამ ფაილების „ნამდვილობას“ დაადასტურებს, ჩვენთან პრობლემას არ წარმოადგენს“, – აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.
კომენტარები