„ეს კარიკატურა გამოდის და უტიფრად იძახის, დღევანდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოსო. პერსონალურად ჩემთვის არაფერს წარმოადგენს და არჩევნების მერე ისე გაქრება, როგორც ბევრი მისნაირი გამქრალა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია. თუ ეს კარიკატურა უშვებს, რომ იმ ნაბოდვარში რამე სიმართლეა, მაშინ ამ ნაბოდვარის დამადასტურებლები იმ პერიოდზე მიუთითებენ, როცა ეს კაცი სუს-ის მთელ ანალიტიკას აკონტროლებდა“, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი კახა ქემოკლიძის განცხადებას, რომ ხელისუფლებამ, ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
ქართველიშვილის აზრით, თუ ამ აბსურდში რამე სიმართლეა, იმ დროს ქემოკლიძე ანალიტიკური სამსახურის უფროსი იყო და თუ პასუხისმგებლობის აღებაზე დგება საქმე, სწორედ მისგან და ხოჯევანიშვილისგან უნდა დაიწყოს პასუხისმგებლობის აღება.
„ჩემი გვარი უხსენებია გუშინ გახარიას კარიკატურას, ვინმე ქემოკლიძეს და არც თუ ისე კარგ კონტექსტში. ალბათ გამწარდა, ვარაუდი რომ დავუშვი ამ სიბინძურეში მისი მონაწილეობის შესახებ. ახლა კიდევ უფრო დეტალურად – ეს კარიკატურა გამოდის და უტიფრად იძახის, დღევანდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოსო.
პერსონალურად ჩემთვის არაფერს წარმოადგენს და არჩევნების მერე ისე გაქრება, როგორც ბევრი მისნაირი გამქრალა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია. თუ ეს კარიკატურა უშვებს, რომ იმ ნაბოდვარში რამე სიმართლეა, მაშინ ამ ნაბოდვარის დამადასტურებლები იმ პერიოდზე მიუთითებენ, როცა ეს კაცი სუს-ის მთელ ანალიტიკას აკონტროლებდა. ჰოდა თუ ამ ნაბოდვარში რამე სიმართლე ეგულება, პასუხისმგებლობაზე რომ იწყებს საუბარს, შემთხვევით საკუთარი თავით და ხოჯევანიშვილით ხომ არ უნდა დაიწყოს? და თუ ეს არის ფაბრიკაციები და სიბინძურე, რაც სავარაუდოდ ასეა, ცოტა ნათქვამს ტვინი ხომ უნდა დაატანოს, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს?“, – წერს დავით ქართველიშვილი facebook-ზე.