„მადლობა მინდა გადავუხადო კახა კალაძეს, რომ მომცა საშუალება, ამ რაიონზე გაათმაგებული ძალით ვიზრუნო. არ მიღირს არცერთი თანამდებობა იმად, რომ ხვალ და ზეგ, ვინმემ ჩემი ოჯახის წევრს, ჩემს შვილს, ან დედაჩემსა და მამაჩემს უთხრას, რომ დანაპირები ვერ შევუსრულე და მოვატყუე.” – განაცხადა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა კონსტანტინე ზარნაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
გუშინდელმა დებატებმაც აჩვენა, რომ კახა კალაძის ხელმძღვანელობით, ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, ვისაც აქვს სწორი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს გლდანის რაიონი და ქალაქი“, – აღნიშნა კონსტანტინე ზარნაძემ და გლდანის ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
კომენტარები