მომღერალი და ტელეწამყვანი თემო საჯაია ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
“ბათუმი💔
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს…
პირადად ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ ყველაფეის ყურება, რადგან თავად ვარ ასეთ ტრაგედიაში ნამყოფი, როდესაც 2009 წლის 25 აპრილის ღამით “ვარსკვლავების აკადემია”-ის შენობა დაინგრა და სასაწაულებრივად გადავრჩით მონაწილეები,მაგრამ ორი მემონტაჟე გარდაიცვალა.
მაშინ არანაირი გაშუქება და რეაგირება არ მოყოლია ამ ფაქტს,მიზეზი მარტივი იყო, მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების კომპანიები იყვნენ დანაშაულის “შემკვეთ-შემსრულებლები”…
იმედს ვიტოვებ, დღეს ნათელი მოეფინება ამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს და ყველა დამნაშავე დაისჯება, რადგან აღარ მოხდეს მსგავსი ტრაგედიები…
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს…💔”