ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ე.წ. არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა. ამის შესახებ Meduza წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მეორე ტურში, რომელიც 8 მაისს ჩატარდა, გამარჯვება პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოიპოვა. პროტოკოლების 18%-ის დამუშავების შემდეგ გაგლოევს ხმათა 59,22% (3 686 ხმა), ბიბილოვს კი 37% (2 274) აქვს.
ბიბილოვმა მარცხი უკვე აღარა და გაგლოევს წარმატება უსურვა.
კომენტარები