მექსიკაში სამხედრო-საზღვაო ძალების თანამშრომლებმა ნარკობარონი რაფაელ კარო ქინტერო დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ის შეერთებული შტატების მიერ ძებნილთა სიის პირველ ათეულში შედის.
მექსიკის ხელისუფლებას ქინტეროს დაკავების ორი ორდერი აქვს გაცემული და ასევე, გაცემული აქვს მისი შეერთებულ შტატებში ექსტრადირების ნებართვაც.
რაფაელ კარო ქინტერო “გვადალახარას კარტელის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. მას ბრალად შეერთებული შტყატების ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის აგენტის წამება და მკვლელობა ედება.
კომენტარები