ასპინძის სოფელ ზველში, 80 წლამდე ქალი, მეზობლის ძაღლმა დაკბინა – დაშავებული ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს – ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
მას ფეხი აქვს დაზიანებული, ქალს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
“ფეხის კუნთი ფაქტობრივად აღარ აქვს. ბევრი სისხლი დაკარგა. ძაღლი დაბმული იყო, აიწყვიტა და თავს დაესხა. ქალი ამ დროს მარტო იყო ქუჩაში, მერე დაეხმარნენ მეზობლები. ახლა თავს კარგად გრძნობს, კლინიკაში იმყოფება”, – ამბობენ სოფელში.
კომენტარები