აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას. სოხუმში მიაჩნიათ, რომ მობილიზაცია არ შეეხება „აფხაზეთში მცხოვრები ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს”.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ MEDUZA -ს განუცხადა, რომ კრემლი განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მობილიზებას უკრაინასთან ომში საბრძოლველად.
კომენტარები