ბათუმში ერთ-ერთი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა სკოლის გარეთ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოხდა.
პირველადი ინფორმაციით, თანაკლასელებმა ტელეფონის დამტენის გამო იჩხუბეს. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. პოლიციამ მოსწავლე და მშობლები უკვე გამოჰკითხა.
რაც შეეხება დაშავებულს, ის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მდგომარეობა სტაბილურია.
კომენტარები