თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მერე არ თქვათ არ ვიცოდითო:
60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის კიდევ ერთი ახალი სერვისი ამოქმედდება –
10 ოქტომბრიდან, მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში, „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ იხსნება.
„60+ კლუბი“ თბილისის მუნიციპალური სერვისია და განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები.
კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ, აითვისონ ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, თავად დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები, გაეცნონ ახალ ინფორმაციებს.
მოწვეული სპეციალისტები ყოველდღიურად ჩაატარებენ აქტივობებს, რომელიც სპეციალურად მკლუბის წევრებისთვის იქნება შემუშავებული. საწყის ეტაპზე, დაგეგმილია სამი სხვადასხვა აქტივობა – ვარჯიში, ხატვა და მუსიკა.
„60+ კლუბი“ მსურველებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე მოემსახურება.
პ.ს. მხატვრობას ქეთი მატაბელი შეასწავლის!
ფოტო აღებულია ინტერნეტიდან”