კეზერაშვილის ხსენებაზე ენა ებმებათ ყველაზე “ენაწყლიან” დეპუტატებსაც კი.
გოცირიძემ, თუ ოპერის გარემონტება ქველმოქმედებაა, ტელევიზიის შეძენა რატომ არაა ქველმოქმედებაო?! – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
“კეზერაშვილის ხსენებაზე ენა ებმებათ ყველაზე “ენაწყლიან” დეპუტატებსაც კი.
გოცირიძემ, თუ ოპერის გარემონტება ქველმოქმედებაა, ტელევიზიის შეძენა რატომ არაა ქველმოქმედებაო?!
ოპოზიციაში როგორ შეიძლება იყოს ოლიგარქიო?
თავს იდებილებენ.
ჯერ ერთი, პარლამენტში მყოფი ოპოზიცია ხელისუფლებაშია, ოღონდ უმცირესობაში არიან. ხშირად ხდება უნრავლესობა იშლება და ახალი უმრავლესობა იქმნება.
მეორე, ოპოზიცია ხელისუფლებისთვის არ იბრძვის? ვინც ხელისუფლებისთვის იბრძვის, მას დეოლიგარქიზაციის კანონი არ უნდა შეეხოს?
ამათ უნდა დავუწერო მათთვის მოსაწონი კანონი“, – წერს ამირან სალუქვაძე.