ზურაბ რთველიაშვილის მეუღლე ნინო ამირეჯიბი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“თქვენ ყველანი ვინც სპეკულირებთ გარდაცვლილი ბავშვის სახელით ხართ უბრალოდ სვავები! სვავები რომლებსაც სულ ფეხებზე გკიდიათ რას გრძნობენ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები ამ წამს! სვავები ხართ ტელევიზიის მეპატრონეები, რომლებიც ჟურნალისტებს ავალებთ სენსაციისთვის გადიდებული კადრით აჩვენონ შვილმკვდარი მშობლები. აჩვენებთ იმიტომ რომ დადოთ რეიტინგი. თქვენ ვინც მთელი ორი დღის განმავლობაში გაუჩერებლად ლაპარაკობთ, ჭორაობთ, ილანძღებით ხართ სეირის მაყურებელი არსებები, რომლებსაც ხვალ დაგავიწყდებათ ეს პატარა, ლამაზი გოგო. დაგავიწყდებათ ის გმირი კაცი, ბავშვებისთვის რომ თავი გაწირა. დაგავიწყდებათ იმიტომ რომ სხვა სენსაციით გადაიფარება სოციალური ქსელები. ხვალ ისევ მოკლავს რომელიღაცა დამპალი მუტრუკი ქალს შვილების თვალწინ და თქვენ ისევ იჭორავებთ, ისევ ვიღაცას რაღაცას დააბრალებთ, იტყვით ათას საზიზღრობას, მაგრამ ისევ არაფერს არ გააკეთებთ გადასარჩენად. დიახ, ჩემი სოლიდარობა კახი კალაძეს! რომელიც მჯერა, რომ ახლა ყველაზე მძიმე დღეშია და ყველაზე მეტად მას უნდა რომ სიმართლე გაირკვეს. ჩემი სოლიდარობა მას იმიტომ რომ სიკვდილის სახელით სპეკულირება და პოლიტიკური ქულების ჩაწერა ამორალურია!!! ჩემი სოლიდარობა მას იმიტომ რომ მე მჯერა ადამიანობის, რომელიც პოლიტიკაზე მაღლა დგას და რომელიც გამორიცხავს ისედაც მძიმე დღეში მყოფი ადამიანის გადავლას! ერთხელაც ამ ბებერ დედამიწას ისე დავღლით სიძულვილით და ზიზღით ბოლოს მართლა გვეტყვის ,,იდი ნახუი”-ს! მერე ავრცელეთ და იყავით გიგი უგულავას მეხოტბე თბილისელმა სნობებმა თქვენი ფრთიანი საყვარელი ფრაზა. ,, თბილისმა თუ არ დაგიმატა ვერასდროს გახდები თბილისელი”.