ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ვაკის პარკში დატრიალებულმა უბედურებამ, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის პერიოდიდან ერთი მტკივნეული თემა გამახსენა: აი ეს სამი, არაჩვეულებრივი ბავშვი, 2009 წელს ქალაქის მასშტაბით რებილიტირებულ სტადიონებს შეეწირენ. სამივე მათგანი იმსხვერპლა ფეხბურთის კარის ძელმა…
ამ არაჩვეულებრივი ბავშვების ოჯახის წევრებს რამდენჯერმე შევხვდი და არაერთი ინტერვიუ გავაკეთე, მაგრამ მაშინდელი მერიიდან პასუხიც კი ვერ მივიღე, თუ რატომ იყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი მათ მიერ დამონტაჟებული სპორტული მოედნის კარები.
ვერაფერს გავხდით, არც საზოგადოებამ და არც მაშინდელმა ტელეარხებმა, ამ თემის მიმართ, ინტერესი არ გამოხატეს.
ახლა უბრალოდ ვაანალიზებ ამ ყველაფერს და ვფიქრობ, 9 კაცის დაკავება და მერიის მაღალჩინოსნის გადადგომა კი არა, ნეტა საყვედური გამოეცხადებინათ ვინმესთვის და ამ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებისთვის გულწრფელი სამძიმარი გამოეხატად … ამასაც დიდ გამარჯვებად ჩავთვლიდით…
მაშინ, ამ თვალსაზრისით საერთოდ ვერაფერს ვერ მივაღწიეთ, ბოლოს, ამ ოჯახებს ვემალებოდი, რადგან რედაქციაც აღარ მიბეჭდავდა მასალებს ამ თემაზე!
ასე გაქრა სამი არაჩვეულებრივი ბავშვი სხვადასხვა უბნის სპორტული მოედნებიდან უკვალოდ ყოველგვარი გამოძიების, და პასუხების გარეშე.. ერთადერთი რაც შვძლით სხვა ბავშვების სისცოხლე ნამდვილად ვიხსენით და მერია იძულებული გახდა დაემაგრებინა კარებები ისე რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული ყოფილიყო..
ნამდვილად დიდი შვებაა ის ფაქტი, როცა დღეს, მედიამ და საზოგადობამ, ამხელა ზეწოლა მოახდინა სახელმწიფო ინსტიტუციებზე, რასაც რეაგირება და კონკრეტული ქმედებები მოჰყა… https://kvirispalitra.ge/article/1240-qes-aris-mkvleli-stadionebi-shvili-momiklesq/”